ქალაქ გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი  დედაქალაქში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მზადყოფნას გამოთქვამს და საგანგებო მიმართვას ავრცელებს.
,,მინდა მივუსამძიმრო სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და გამოვთქვა ღრმა მწუხარება დატრიალებული ტრაგედიის გამო.
ამ ეტაპზე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში მობილიზებულია ყველა სამსახური. მუშაობას იწყებს საგანგებო  შტაბი, რომელიც ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს დაზარალებულთა დასახმარებლად. ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, როგორც თბილისის მერიის წარმომადგენლებთან, ასევე  ზოოპარკის ხელმძღვანელობასთან და   საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ შევიფაროთ რამოდენიმე ცხოველი  კულტურისა დასვენების პარკ „ახლაბაღში“ არსებულ ზოოპარკში. 
ველით აქტიურობას ჩვენი თანამოქალაქეების მხრიდანაც. მივმართავ ყველა გორელს და მოვუწოდებ, დახმარების ხელი გაუწოდოს დაზარალებულ თბილისელებს.“- ნათქვამია მერის მიმართვაში.