ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი რაზმაძემ და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი მერიის "მუნიციპალური განვითარების სააგენტოს" ხელმძღვანელმა დავით ჯაფარიძემ ყაზახეთში, ქალაქ ალმა-ატაში რეგიონალურ სასწავლო სემინარში მიიღეს მონაწილეობა.
ტრენინგი ჩატარდა 10-12 ივნისს, „ცენტრალურ აზიასა სამხრეთ კავკასიაში ქალაქების მდგრადობის ამაღლების“ პროექტის ფარგლებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კატასტროფის შემცირების საერთაშორისო სააგენტოს (UNISDR) ცენტრალურული აზიისა და სამხრეთ კავკასიაში გლობალური განათლებისა და სწავლების ინსტიტუტის (GETI, Incheon, Korea) მიერ.
სასწავლო კურსი, სადაც განიხილებოდა ადგილობრივი მმართველობის თვითშეფასების ინსტრუმენტები და ქალაქების სტიქიური მოვლენების რისკის სფეროსთან დაკავშირებული გლობალური ტენდენციები, ესწრებოდნენ 4 ქვეყნის - სომხეთის, საქართველოს, ყაზახეთისა და ყირგიზეთის წარმომადგენლები.