მოსწავლე-ახალგაზრდობისა და სკოლებში კლასგარეშე აქტივობების თანადაფინანსების  მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი „ვკითხულობ, ვაზროვნებ, ვანგარიშობ, ვმეგობრობ“ დასრულდა.
კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია დღეს  ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიაში  გაიმართა. დაჯილდოებას ქალაქ გორის ვიცე-მერი ნიკოლოზ ჯოხაძე, გორის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ ქარელი, კონკურსში გამარჯვებული სკოლების დირექტორები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
 კონკურსის შედეგები ასეთია:
III ადგილი- №4 სკოლის III კლასი, №1 სკოლის  IV კლასი, №8 სკოლის V კლასი.
II ადგილი - №3 სკოლის III კლასი,  №4 სკოლის  IV, V და VI კლასები,
  
I  ადგილი - გიმნაზიის III და IV კლასები, №7 სკოლის V კლასი, №12 სკოლის  VI კლასი.
გამარჯვებულ გუნდებს  სამახსოვრო საჩუქრებად წიგნები, ჭიქები, ფოტოაპარატები, მეხსიერების ბარათები და სიგელები გადაეცათ. ცერემონია მცირე კონცერტიტ დასრულდა, რომელიც გიმნაზიის მოსწავლეთა ძალებით გაიმართა.
პროექტი, რომლის ავტორი და ორგანიზატორი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიის დირექციაა,  ქართულისა და მათემატიკის ტესტურ დავალებებში გუნდურ ჭიდილს  ითვალისწინებდა.  კონკურსში  12 საჯარო სკოლის III-VI კლასების  მოსწავლეებით დაკომპლექტებული 44 გუნდი იღებდა მონაწილეობას.
,,მოხარულნი ვართ, ხელი შევუწყოთ ისეთი საგანმანათლებლო პროექტებისა და კლასგარეშე აქტივობების განხორციელებას, რომლებიც  მოსწავლეებში სწავლისადმი ინტერესის გაღვივებას ისახავს მიზნად. სწორედ ამისთვის შევიმუშვეთ მუნიციპალური პროგრამა, რომლის ფარგლებში მზად ვართ დავაფინანსოთ გორის სკოლების საინტერესო ინიციატივები“ - განაცხადა  გორის ვიცემერმა ნიკოლოზ ჯოხაძემ.