ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი  NIMD-ის საზაფხულო ბანაკის ვორკშოპში მონაწილეობს.
  
ბანაკის მთავარი თემაა ,,ქალაქები“.  ბანაკის ფარგლებში გამართული ყველა შეხვედრა ქალაქების ურბანული განვითარების ხედვის ჩამოყალიბებას ეძღვნება.
  
ვორკშოპებში მონაწილეობენ საგანგებოდ მოწვეული ჰოლანდიის ქალაქებისა და  საქართველოს 4 ქალაქის თელავის, გორის, ქუთაისისა და ბათუმის  მერები, ასევე ნიმდის კურსდამთავრებულები,  ექსპერტები,  პრაქტიკოსები.
ბანაკის მონაწილეები გაივლიან ინტენსიურ სწავლებას  იმის შესახებ, თუ რა არის ურბანული განვითარება, რა ადგილი უჭირავს  მას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონტექსტში, რა სპეციფიკა აქვს ქალაქდაგეგმარებას და თანმდევი პრობლემების მოგვარების რა წარმატებულ მაგალითებს იცნობს მსოფლიო.
,,საზაფხულო ბანაკი“ ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) ყოველწლიური პროექტია, რომელიც ნიმდის დემოკრატიის სკოლების წლის შემაჯამებელ ღონისძიებას წარმოადგენს. საზაფხულო ბანაკის  ვორკშოპები  ყვარლის იუსტიციის სახლში მიმდინარეობს. სამუშაო კვირა 7 ივნისს დაიწყო და 12 ივნისს დასრულდება. ქალაქი მერი ვორკშოპის 10-11 ივნისის პროგრამაშია ჩართული.