ქალაქ  გორის №9  საბავშვო   ბაგა-ბაღში    „მხიარული სტარტები“   გაიმართა.
ფერადი გარემო,  საზეიმო განწყობა და  ბავშვების ჟრიამული ახლდა თან სპორტულ აქტივობას, რომელშიც ერთმანეთს სასკოლო ასაკის 70 ბავშვით  დაკომპლექტებული  2 გუნდი ,,წიწილები“ და ,,დათუნიები“ შეეჯიბრნენ.  სტარტებში  ბაღის აღსაზრდელებთან ერთად  მშობლებიც  მონაწილეობდნენ. გუნდებს გადაეცათ სიგელები და სათამაშოების კომპლექტები.
„ფიზიკურ განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა საბავშვო ბაღებში. ყოველი დღე იწყება დილის გამამხნევებელი ვარჯიშით. ამაღლებული და მხიარული განწყობა კი პატარებს  მთელი დღის მანძილზე მიყვება. ახლა უკვე  ამინდიც გვიწყობს ხელს,  რომ ეს პროცესები ბაღის ეზოში აქტიურად მიმდინარეობდეს, მით უმეტეს რომ  № 9 საბავშვო ბაღის ეზო უნიკალურია თავის ნარგავებით. ამ შესაძლებლობას კარგად იყენებს ბაღის დირექცია და აღსაზრდელებს ორიგინალურ აქტივობებს სთავაზობს.“ - აცხადებს მერიის განათლების განყოფილების უფროსი ნინო ბერიანიძე.