ამერიკის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს  გუშინ გორმა უმასპინძლა.
დღის აღნიშვნა გორის სასწავლო უნივერსიტეტში ამერიკანისტიკის კონფერენციით დაიწყო. კონფერენციას  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლებიც ესწრებოდნენ.
კონფერენციის დასრულების შემდეგ დღე სტალინის ბაღში მოწყობილი საინფორმაციო გამოფენა-ბაზრობით გაგრძელდა. გამოფენის მასპინძელი უშუალოდ  ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი იყო, რომელიც დამთვალიერებლებს აშშ-ის მისიის  სხვადასხვა  პროგრამების შესახებ პირადად მოუთხრობდა. გამოფენას ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ზურაბაშვილიც ეწვივნენ, საინფორმაციო სტენდები დაათვალიერეს და ამერიკული სიმღერებისა და ცეკვების კონცერტსაც დაესწრნენ.