გორის მუნიციპალიტეტის მერიის შ. ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალურ სასპორტო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ტანვარჯიშის ღია გაკვეთილი ჩატარდა. (პედაგოგები: ლარისა მძინარაშვილი, ქეთევან თოდაძე, ლიანა დალაქიშვილი, შალვა გაგუა). გაკვეთილს ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ტანმოვარჯიშეთა მშობლები დაესწრნენ. ზურაბ ჯირკველიშვილმა პატარა ტანმოვარჯიშეებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.