ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი ვებვერდის - gori.gov.ge-ის გაუმჯობესებას გეგმავს.„ყველამ ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის როგორც მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობა, ასევე მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა თვითმმართველობის საქმიანობაში. გამართული ვებგვერდი არის საშუალება, რომლითაც შესაძლებელია საზოგადოების პროაქტიული ინფორმირება და მათგან დაუყოვნებლივი უკუკავშირის მიღება, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ეფექტურ მუშაობას. ჩვენი მიზანია, საიტი გახდეს უფრო ინფორმაციული, ვიზიტორს გაუადვილდეს საჭირო ინფორმაციის მოძიება და მაქსიმალურად ვრცლად ასახავდეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებს.“ - აღნიშნავენ გორის მერიაში.

გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ა(ა)იპ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უკვე გააცნეს საიტის რუკის სამუშაო ვარიანტი, მოისმინეს მათი შენიშვნები, რომლებიც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ვებგვერდის საბოლოო ვერსიის მომზადებისას.შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იგეგმება კონსულტაციები სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან.