6 მარტს 10:00 საათზე ჩატარდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:1. ”ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული პარტიის“ თავმჯდომარის შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/მომხს. თამარ თედლიაშვილი/
საკითხი დამტკიცდა
2. „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ 2017 წლის 06 იანვრის № 1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი. 
/მომხს. ივანე ჩხიკვაძე/
საკითხი დამტკიცდა
3. “ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის მრავალდარგოვანი პროფესიული განათლების კოლეჯი შპს „პანაცეას“ მიმართ დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლებაზე თანხმობის მიცემის შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/ მომხს.ზაზა მეზვრიშვილი/ 
საკითხი დამტკიცდა 
4. “ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის შ.პ.ს „გორის სერვისჯგუფზე“ ავტომანქანების პარკირების ორგანიზების უფლების ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/მომხს. პაპუნა კობერიძე/ 
საკითხი დამტკიცდა 
5. “ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/ მომხს.ზაზა მეზვრიშვილი/ 
საკითხი დამტკიცდა 
6. “ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების შპს „ახალი ქსელებისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ხელშეკრულებით გადაცემაზე თანხმობის გამოხატვის შესახებ” ქალაქ გორის მუიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/ მომხს.ზაზა მეზვრიშვილი/ 
საკითხი მერიამ გაითხოვა ხელახალი შესწავლის მიზნით. 
7. “ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური პირისთვის, დავით გოგლიძისთვის, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ხელშეკრულებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/ მომხს.ზაზა მეზვრიშვილი/
საკითხი მერიამ გაითხოვა ხელახალი შესწავლის მიზნით. 
8. “ადგილობრივი თვით მმართველობის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების 2017 წლის გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/მომხს.თამარ თედლიაშვილი/ 
საკითხი დამტკიცდა
9. „შპს გორის სერვისჯგუფის 2016 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/ მომხს. პაპუნა კობერიძე/ 
საკითხი დამტკიცდა
10. “ა(ა)იპ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სკოლის 2016 წლის და 2017 წლის განვლილი პერიოდის გაწეული მუშაობის ანგარიშის თაობაზე“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/მომხს.ივანე ჩხიკვაძე/ 
საკითხი დამტკიცდა
11. „ა(ა)იპ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მწერალთა სახლის 2016 წლის და 2017 წლის განვლილი პერიოდის ფინანსური ანგარიშის თაობაზე“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/მომხს.დავით რაზმაძე/ 
საკითხი დამტკიცდა
12. „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ინფრასტრუქტურული განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების 2016 წლის და მიმდინარე 2017 წლის განვლილი პერიოდის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/მომხს.პაპუნა კობერიძე/ 
საკითხი უარყოფითად შეფასდა
13. “ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის II კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/მომხს.თამარ თედლიაშვილი/ 
საკითხი დამტკიცდა
14. “ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეორგანიზაციის და ზოგიერთი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ლიკვიდაციის დაწყების შესახებ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/მომხს.თამარ თედლიაშვილი/ 
საკითხი დამტკიცდა ხმათა უმრავლესობით.
15. “ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნებაზე თანხმობის მიცემის შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/მომხს.თამარ თედლიაშვილი/
საკითხი დამტკიცდა ხმათა უმრავლესობით.