ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ დღეს 3 მარტი გორის სამშობიაროებში სტუმრობით აღნიშნა.
მელოგინეებს დედის დღე მერის მოადგილემ გიორგი რაზმაძემ შიდა ქართლის გუბერნატორთან კახა სამხარაძესთან ერთად მიულოცა და  ბედნიერი დედობა უსურვა.
,,ყოველ 3 მარტს ტრადიციულად სამშობიაროებს ვსტუმრობთ და ახლადდაბადებული პატარების დედებს  ვულოცავთ. 25 მელოგინე დაგვხვდა დღეს და მიხარია, რომ პალატები თითქმის სავსეა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით, ყველა დედას მივულოცო დღევანდელი დღე და შვილებისთვის საუკეთესო მომავალი ვუსურვო.“ - განაცხადა  გიორგი რაზმაძემ.
მილოცვებთან ერთად დღეს ახალბედა დედებმა მერიის სახელით ჩვილებისთვის განკუთვნილი ჰიგიენური ნივთების სასაჩუქრე პაკეტები მიიღეს, რომლებიც მათთვის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ადმინისტრაციამ შეიძინა.