ამ წუთებში სცენის სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს ცენტრალურ მოედანზე, სადაც ხვალ 14:00-დან 18:00 საათამდე ადგილობრივი, ხოლო 19:00-დან 21:00 საათამდე მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტები გაიმართება. ქალაქის ცენტრალური მოედანი დღეს გვიან ღამით გადაიკეტება, მას შემდეგ რაც აღნიშნულ ტერიტორიას რამოდენიმე ერთეული საბრძოლო ტექნიკა დაიკავებს. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქალაქში არსებულ მუზეუმებში ღია კარის დღე ცხადდება. 14:00-დან 18:00 საათამდე ადმინისტრაციული შენობის წინ მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და შეჯიბრიბები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებებს მწერალთა სახლი და საჯარო ბიბლიოთეკაც შეუერთდება. ისინი ერთობლივი ძალებით 14:00 საათზე საჯარო ბიბლიოთეკაში ლიტერატურულ ღონისძიებას გამართავენ. დღის ბოლოს ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.