17 თებერვალს 15:00 საათზე ჩატარდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1. „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ 2017 წლის 06 იანვრის № 1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ”ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი. 
2. “ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის მრავალდარგოვანი პროფესიული განათლების კოლეჯი შპს „პანაცეას“ მიმართ დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლებაზე თანხმობის მიცემის შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
3. “ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისთვის შ.პ.ს „გორის სერვისჯგუფზე“ ავტომანქანების პარკირების ორგანიზების უფლების ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
4. “ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
5. “ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების შპს „ახალი ქსელებისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ხელშეკრულებით გადაცემაზე თანხმობის გამოხატვის შესახებ” ქალაქ გორის მუიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
6. “ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური პირისთვის, დავით გოგლიძისთვის, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ხელშეკრულებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
7. “ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების 2017 წლის გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
8. შპს „გორის სერვისჯგუფის“ 2016 წლის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ 
9. “ა(ა)იპ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სკოლის ანგარიშიგაწეული მუშაობის შესახებ”
10. „ა(ა)იპ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მწერალთა სახლის ფინანსური ანგარიში”
11. „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ინფრასტრუქტურული განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების 2016 წლის და მიმდინარე 2017 წლის განვლილი პერიოდის საქმიანობის ანგარიში“
12. “ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის II კვარტლის სამუშაო გეგმის შემუშავების შესახებ”
აღნიშნულმა ბიურომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები კომისიების მიხედვით გადაანაწილა განსახილველად.