17 თებერვალს 14:00 საათზე ჩატარდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1. „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
/მომხს.დავით რაზმაძე/
2. „ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში 2017 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/მომხს. პაპუნა კობერიძე/
სხდომას ესწრებოდა 11 საკრებულოს წევრი.დღის წესრიგით გათვალისწინებული ორივე საკითხი ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.