დღეს,სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში შედგა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა,რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქალაქ გორის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ როსებაშვილი,ქალაქ გორის მუნიციაპლიტეტის მერის მოადგილე გიორგი რაზმაძე და ღონისძიებაზე მიწვეული სხვა სტუმრები. 
ღონისძიების ფარგლებში,სტუმრებისათვის მოეწყო: მცირე ტური აკადემიის ტერიტორიაზე და პრეზენტაცია აკადემიის შესახებ.