გორის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ქუთათელაძემ და ორგანიზაცია საქართველოს „კარიტასის“  შინმოვლის სამსახურის თანამშრომლებმა  „შინმოვლის“ პროექტის 64 ბენეფიციარს სასურსათო პაკეტები გადასცეს.   „შინმოვლის“ პროექტი ითვალისწინებს პაციენტთათვის სამედიცინო და სოციალური სერვისების მიწოდებას სახლის პირობებში. პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებსაც დროებით თუ მუდმივად ფიზიკური ან გონებრივი პათოლოგიების შედეგად შეზღუდული აქვთ დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი. საქართველოს კარიტასის „შინმოვლის“ პროექტს თანადაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდება. პროექტის ღირებულება 132 ათასი ლარია. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის დაფინანსების წილი 23 ათას ლარს შეადგენს.   პროექტი ასევე ხორციელდება თბილისში, ქუთაისში, ოზურგეთსა და რუსთავში.