პარკირების საფასურს კონტროლიორები გორში არალეგალურად  კრეფენ.
 საკითხზე რეაგირება უკვე მოხდინა კომპანიის ადმინისტრაციამ, რომელმაც შესაბამისი წერილით მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერს.
,,ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს ქალაქ გორში ავტომანქანების პარკირებას. ამ მიზნით აყვანილი გვყავდა  პარკირების კონტროლიორები, რომლებიც ჩგდ-ს (ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი) მეშვეობით ახორციელებდნენ პარკირების საფასურის მობილიზაციას. 2016 წლის 1-ლი დეკემბრიდან სამსახურის რეაორგანიზაციასთან დაკავშირებით,  ყველა კონტროლიორი  გათავისუფლდა, მაგრამ ისინი კვლავაც დგანან პარკირების ადგილებზე და ახორციელებენ  მოსახლეობიდან თანხის აღებას. ეს პროცესი უკანონოა და შპს ,,გორის სერვისჯგუფთან“ და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან არავითარი შეხება არ აქვს,  შესაბამისად, გადახდილი თანხის მობილიზება ადგილობრივ ბიუჯეტში არ ხდება. გვინდა გავაფრთხილოთ მოსახლეობა, რომ პარკირების საფასურის კანონიერად გადახდა ამ ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ პარკირების აბონემენტით, რომლის შეძენითაც ავტომანქანის მფლობელს შეუძლია მიიღოს პარკირების უფლება 1, 6 ან 12 თვით.“ - აცხადებს  შპს ,,გორის სერვისჯგუფის“ წარმომადგენელი ზურაბ როსტომაშვილი.
,,გორის სერვისჯგუფი“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის  მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელსაც საკრებულოს თანხმობითა და  მერის ბრძანებით გადაცემული აქვს  პარკირების ორგანიზების უფლება. დღემდე აღნიშნულ უფლებას შპს ახორციელებდა კონტროლიორებისა და აბონემენტების საშუალებით. რეორგანიზაციის პროცესში გადასახადის ხელზე აკრეფის სისტემა გაუქმდა და დარჩა მხოლოს აბონემენტების სისტემა. ჯგუფი ამჟამად აქტიურად მუშაობს პარკირების ისეთი ელექტრონული სისტემის დანერგვაზე, რაც უკვე დანერგილია საქართველოს სხვა თვითმმართველ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში.
შპს ,,გორის სერვისჯგუფის“  ოფისის მისამართია: ქ.გორი, სამების ქ.#1. ტელეფონი:551- 444 -641; 577-213-607.