2017 წელს პროექტ „ღია კარის დღის“ ფარგლებში გორის მერმა პირველი შეხვედრა მშვიდობის გამზირზე №11-ში მდებარე კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობასთან გამართა. მან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კორპუსში ამხანაგობების ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალირა.ხელშეკრულების მიხედვით კორპუსის 2 სადარბაზოსა და სახურავის ნაწილობრივი რეაბილიტაცია იანვრის ბოლოს უნდა დასრულდეს. სამუშაოების ღირებულების 90%-ი - 19 400 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.ზურაბ ჯირკველიშვილი მოსახლეობასთან კომუნიკაციას დღის ბოლოს 20:00 საათზე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" „ლაივსტრიმის“ პროგრამის საშუალებით გააგრძელებს. პირდაპირ ეთერს ჟურნალისტი ია თინიკაშვილი გაუძღვება.