გილოცავთ 2017 წელს!გისურვებთ მალე საქართველოში ღიმილიანი, ბედნიერი სახეები გვენახოს!
ახალ წელს ყველა იმედით შევყურებთ, ოცნების ასრულებას ვთხოვთ და, რაც მთავარია, საზეიმო დახვედრას ვუწყობთ. ეს სადღესასწაულო ღამე ყველას გვაერთიანებს და სიყვარულით გვავსებს.
ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ თითოეული ჩვენგანის და მთლიანად ქვეყნის კეთილდღეობაზე. ერთად დგომით, თანამშრომლობით, მიმტევებლობით უნდა ავაშენოთ ჩვენი შვილების საამაყო ქვეყანა.
ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვულოცავ გორელებს! გისურვებთ ულევ სიხარულსა და სიყვარულს,ბედნიერებას,ოცნებების ახდენას და რაც მთავარია ჯანმრთელობას.
ახალი წელი სიახლის, იმედისა და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს! მთავარია გვახსოვდეს, რომ ერთად დგომით და ერთმანეთის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ყველაფერს!
გილოცავთ და მჯერა, რომ 2017 წელი საქართველოსთვის მშვიდობისა და წინსვლის წელიწადი იქნება!
ღმერთმა ყველა კეთილი სურვილი შეგვისრულოს.
გილოცავთ!!!