გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ როსებაშვილი, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის ბიუროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გორში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავაშვილიან ოჯახებს ესტუმრნენ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქარად 100 - 100 ლარის ღირებულების სასურსათო პაკეტები გადასცეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საახალწლო ნობათით 25 მრავალშვილიან ოჯახი დაასაჩუქრეს. საჩუქრები ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა და ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის ბიურომ ერთობლივად შიძინეს.