,,ღია კარის დღის“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმოადგენლებმა ცხინვალის გზატკეცილის №21 ა-ში მდებარე კორპუსის მოსახლეობასთან გამართეს.
ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში კორპუსის ამხანაგობას ეზოს მოასფალტების პროექტი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 27 000 ლარით დაუფინანსდა.
აღსანიშნავია, რომ ცხინვალის გზატკეცილის №21 ა-ს ამხანაგობამ მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში გასულ წელს კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცის პროექტიც განახორციელა. ჯამში აღნიშნული კორპუსის კეთილმოწყობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 41 000 ლარი გაიხარჯა.
ამხანაგობის თავმჯდომარის განცხადებით, მომავალში სამეზობლო სადარბაზოების გარემონტებასაც გეგმავს.