2016 წლის განმავლობაში  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 63 განცხადება შემოვიდა. აქედან  63 მოთხოვნა დაკმაყოფილდა დაუყოვნებლივ ან 10 დღის ვადაში;  საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი ეთქვა  0 განმცხადებელს. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით განცხადება არ შემოსულა.        
    2016 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მიღებული გადაწყვეტილებები არ  გასაჩივრებულა.
             
    2016 წელს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის  მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა  0 ლარი. განმცხადებლებს ინფორმაცია მიეწოდათ  ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
             
     საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის,  მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ნინო წეწვაძის, შემდეგ კი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის  მიერ.
                
     2016 წელს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.
             
     2016 წელს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის მიერ განხორციელდა პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების  6975  ფაქტი.
   
     2016 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის სახით პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის    6  ფაქტი დაფიქსირდა.  მონაცემების გადაცემა განხორციელდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და  ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“  საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.