,,ღია კარის დღის“ ფარგლებში ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი რაზმაძემ და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა აკაკი ხუფენიამ სტალინის გამზირის №23-ში და გარსევანიშვილის ქუჩა №1-ში  მდებარე კორპუსებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. კორპუსის ამხანაგობის ინიციატივით, აღნიშნული ბინების სადარბაზოების კარებების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის მთლიანი ღირებულება დაახლოებით 7216 ლარია, საიდანაც მერიის ფინანსური მონაწილეობა 6495 ლარს შეადგენს.