პროექტ „ღია კარის დღის“ ფარგლებში ტყვიავის ქუჩაზე №10-ში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსისა და გიორგი ანწუხელიძის ქუჩის მოსახლეობას გორის მერთან ერთად დღეს შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე შეხვდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლოების პრობლემები მოისმინეს და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მათი მოგვარების პირობა მისცეს. გორის მერმა და მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ტყვიავის ქუჩაზე №10-ე კორპუსში გორის მერიის მარავასართულიანი კორპუსების ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს, ხოლო გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას იმ სკვერის პროექტის  ესკიზი გააცნეს, რომელიც მომავალ წელს  მათი ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა. სკვერის მოსაწყობად 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში 120 ათასი ლარია გათვალისწინებული. აღნიშნული ბიუჯეტის პროექტი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმდინარე წლის დეკემბერში მორიგ სხდომაზე წარედგინება დასამტკიცებდად,. ტყვიავის ქუჩაზე №10-ში მდებარე კორპუსში პროექტის მიხედვით დაგეგმილია სახურავის ნაწილის რეაბილიტაცია, სადარბაზოებისა და დაზიანებული კიბის უჯრედების სარემონტო სამუშაოები. ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანასების წილი პროექტის ღირებულების 90%-ს - 10 999 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2016 წელს 36 ამხანაგობის პროექტი დაფინანსდა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან პროექტების თანაფინანსირების წილმა 310 ათასი ლარი შეადგინა. პროექტი ღია კარის დღე გორის მერის ინიციატივით მიმდინარე წლის აპრილიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყოფელ ოთხშაბათს, 11:00 საათზე  ხვდებიან მუნიციპალიტეტის მოსახლეობას.  საზოგადოებასთან კომუნიკაცია 20:00 საათზე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ლაივსტრიმის პროგრამის საშუალებით გრძელდება. პროექტის მიზანია მოქალაქეთა ჩართულობის ზრდა ადგილობრივი მმართველობის პროცესებში.