გორის მერიის სოციალური სამსახურის ხანგრძლივი კოორდინირებული მუშაობის შედეგად ფედია ბაციკაძე სიღნაღის რაიონის სოფელ საქობიეში არსებულ ა(ა)იპ „ბროწლეთის სათნოების სახლში“ გადაიყვენეს. 
მიუსაფარს არ ჰყავს არც ოჯახის წევრები და არც ნათესავები. მან გასული საუკუნის 90-იან წლებში სამოქალაქო ომის დროს დატოვა სამაჩაბლო. მას შემდეგ, 25 წლის განმავლობაში ღამებს გორის ქუჩებში, ღია ცის ქვეშ ათენებდა. 
„ფედია ბაციკაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გორის მერიისთვის გასული წლის იანვარში გახდა ცნობილი. ჩვენ მივმართეთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს. მას მიენიჭა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირისა და დევნილის სტატუსი“, - აცხადებს გორის მერიის სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქუთათელაძე.