სასაფლაოს მისასვლელ გზაზე 45 ძირი იფანი დაირგო. დღესვე სამუშაოები ქალაქის სხვა უბნებში გადაინაცვლებს. დაგეგმილია 600 -მდე ლუგუსტრუმის, ბზის, იფნის, კატალპას, ტუიას და იუკას ნერგების დარგვა სტალინისა და თეატრის სკვერში, თამარ მეფის გამზირსა და ჭალის დასახლებაში. სამუშაოებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ,, კეთილმოწყობის სამსახური“ ახორციელებს.