გორის უნივერსიტეტის მხარდაჭერისა და თანადგომისთვის სიგელი გორის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა ზურაბ ჯირკველიშვილთან ერთად შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს იოსებ ოქრომელიძეს და გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს დავით ონიაშვილს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნის ცერემონიალზე გადასცა.
გორის უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას წელს მეცხრედ მასპინძლობს. კონფერენციის თემაა ,,განათლების მენეჯმენტი: მიმდინარე გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“. კონფერენციის ფარგლებში 150-მდე მეცნიერი გორის, თბილისის, თელავის, სოხუმის, ბათუმის, სამცხე-ჯავახეთის, პოლონეთის, რუსეთისა და თურქეთის უნივერსიტეტებიდან წაიკითხავს მოხსენებას ისტორიის, ლიტერატურის, სამართლის, ბიზნესის, ეკონომიკის, განათლების, მათემატიკის, ინფორმატიკისა და სხვა მიმართულების თემებზე.
კონფერენცია 19 ნოემბერს დასრულდება.