გორს ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იუვალ ფოქსი სტუმრობდა. იგი სატელევიზიო პროექტის „ეტალონის“ რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, ამავე პროექტის ავტორთან - გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა, ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა. ელჩმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი პრექტების შესახებ.  გარდა ამისა სტუმრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ გორის კულტურის ცენტრში ადგილობრივი რესურცენტრის წარმომადგენლებს, სკოლის მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს შეხვდნენ. შეხვედრის დროს განათლების კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და მისი გაუმჯობესების გზებზე ისაუბრეს.