ქ. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები გორის მერიასთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი იყო ბიუჯეტის პროექტის შედგენის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა.
შეხვედრის მონაწილეებმა დაასახელეს ის წინადადებები და რეკომენდაციები, რომლებიც მათი აზრით საჭირო და მნიშვნელოვანია მომავალი წლის ბიუჯეტში ასასახად. აღნიშნული წინადადებებისგან საკრებულომ შეადგინა სარეკომენდაციო შეთავაზებების პაკეტი, რომელსაც რამდენიმე დღეში წერილობით გადაუგზავნის მერიას ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად.
დაახლოებით ორ კვირაში საკრებულო გეგმავს მერიის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას.