ქ. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი შეხვედრა გამართა არასამავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და მას საკრებულოს წევრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის 20-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრის მიზანი იყო ბიუჯეტის პროექტის შედგენის პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობა.
შეხვედრის მონაწილეებმა დაასახელეს ის წინადადებები და რეკომენდაციები, რომლებიც მათი აზრით საჭირო და მნიშვნელოვანია მომავალი წლის ბიუჯეტში ასასახად. აღნიშნული წინადადებებისგან საკრებულომ შეადგინა სარეკომენდაციო შეთავაზებების პაკეტი, რომელსაც რამდენიმე დღეში წერილობით გადაუგზავნის მერიას ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად.
დაახლოებით ორ კვირაში საკრებულო გეგმავს მერიის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას. 
ქ. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სურვილია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის და მუნიციპალური პროგრამების შემუშავებაზე ერთად იზრუნონ.