სარეაბილიტაციო სამუშაოები  გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა დაათვალიერა. ,,მე-13 და მე-4 ბაღების შენობების ნაწილი  2008 წლის ომის დევნილებს ეკავათ. ამჟამად ის ოჯახები კომპენსირებულნი არიან. გამოთავისუფლებული ფართს ახლა ვარემონტებთ, რაც საშუალებას მოგვცემს ბავშვებს დავუბრუნოთ სააღმზრდელო პროცესისთვის საჭირო სტანდარტებით გათვალისწინებული პირობები.“- განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა. ბაღებში მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 27 500 ლარით ფინანსდება და 2017 წლის 30 იანვარს დასრულდება, რის შემდეგაც აღნიშნული ბაგა-ბაღები სრული დატვირთით შეუდგებიან მუშაობას.