„რთული ქცევა“ იმ ტრენინგ-კურსის თემაა, რომელიც ქალაქ გორის საბავშვო ბაგა-ბაღების პერსონალისთვის მერიის განათლების განყოფილების ინიციატივით ტარდება. ტრენინგს „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“ ტრენერ-ფსიქოლოგები თამარ ჩორბაჩიძე და თამარ ქევხიშვილი უძღვებიან. „მიგვაჩნია, რომ ყველა ბავშვმა, მიუხედავად მისი ფიზიკური, ემოციური, შემეცნებითი თუ სოციალური მახასიათებლისა, ხარისხიანი განათლება უნდა მიიღოს ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით. ქ. გორის საბავშვო ბაღებში გვყვავს აღსაზრდელები დაუნის სინდრომით, ჰიპერაქტიულობით, გონებრივი ჩამორჩენით, აუტიზმით. მათი ინტეგრაცია საბავშვო ბაღებში თანატოლების გარემოცვაში დადებითად მოქმედებს მათ შემდგომ განვითარებაზე. ამიტომ აუცილებელია რომ აღმზრდელ-პედაგოგები ფლობდნენ იმ ელემენტარულ ცოდნას, რაც მნიშვნელოვნად წაადგებათ მათ ასეთ ბავშვებთან მუშაობის დროს.“- განაცხადა ქალაქ გორის მერიის განათლების განყოფილების უფროსმა ნინო ბერიანიძემ. მიმდინარე ტრენინგი 2016 წელს, ეს სასწავლო ტრენინგ-კურსების მე-3 ეტაპია. დღემდე ტრენინგები ჩატარდა შემდეგი მიმართულებებით: „თამაში და ბავშვის განვითარება“ და „თემატურის სწავლება და სასკოლო მზაობის პროგრამა“ .