ღონისძიების მეორე ნაწილი კალიგრაფიის კონკურსის  ,,ქართული დამწერლობის სამი საფეხურის“  გამარჯვებულთა დაჯილდოებას მიეძღვნა. კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, რომლის წევრები ცნობილი ქართველი კალიგრაფისტი ლია სიხარულიძე და დამწყები, მაგრამ უკვე წარმატებული გორელი კალიგრამისტი ალექსანდრე მამუკაშვილი იყვნენ, კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:          I  ადგილი -გორის N 2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე თამარ ქობლიანიძე;         II ადგილი - გორის N 7 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე მარიამ ლაბაძე;        III ადგილი- გორის N 7 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლე გიორგი ურჯუმელაშვილი; ჟიურიმ ასევე გამოავლინა გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო ნორჩი კალიგრაფი - გორის N 7 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლე ივანე ურჯუმელაშვილი; ნამუშევრის ორიგინალური გაფორმება - გორის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახ. სკოლა-ლიცეუმის VIII კლასის მოსწავლე ნინო ბეგიაშვილი; საუკეთესო საზედაო ასოს გაფორმება-გორის N 5 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე სოფიო ყაულაშვილი; მუზეუმის რჩეული- გორის კერძო სკოლა „თამარიონი’’-ს  XI კლკასის მოსწავლე მარიამ ბაიდაშვილი; საუკეთესო ნუსხა-ხუცური-გორის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახ. სკოლა-ლიცეუმის IX კლასის მოსწავლე ელენე ზაუტაშვილი; საუკეთესო ასომთავრული - გორის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახ. სკოლა-ლიცეუმის IX კლასის მოსწავლე ანა ლუკაშვილი; ჟიურის რჩეულები - გორის N 9 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე მარიამ ბერიანიძე და გორის N 7 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე დავით ხუციშვილი;   კალიგრაფიის კონკურსი გორის საჯარო სკოლებს შორის მიმდინარე წლის აპრილში გაიმართა და დედაენის დღეს მიეძღვნა. გამარჯვებულთა დაჯილდოება კი მუზეუმის დირექციამ ითავა. ,,ჩვენ დროს სკოლაში ცალკე საგნად ისწავლებოდა სუფთა წერა. ახლა ეს საგანი აღარ ისწავლება, ამიტომაა განსაკუთრებით საჭირო და დასაფასებელი კალიგრაფიის კონკურსები, რაც  ,,დადებითი ვირუსივით“ უნდა გავრცელდეს. ჩვენმა მომავალმა თაობამ მეტი უნდა იცოდეს ქართული ანბანის მნიშვნელობის შესახებ და მეტად უნდა აფასებდეს მას, მითუმეტეს, რომ სულ ცოტა ხნის წინ  ქართული დამწერლობა მსოფლიოს ყველაზე ლამაზი დამწერლობის ხუთეულში  შევიდა და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მადლობა მუზეუმის დირექციას, რომელიც  ამდენს შრომობს და ასე ლამაზად ახერხებს ქართული ანბანის პოპულარიზაციას“- ასე გამოხატეს საკუთარი შთაბეჭდილებები მოწვეულმა სტუმრებმა. ღონისძიება ცნობილი ქართველი მხატვრის, საქართველოში პირველი კალიგრაფისტი ქალისა და რესტავრატორის ლია სიხარულიძის  კალიგრაფიული და ნაივური ნამუშევრების გამოფენის დახურვით დასრულდა.  გამოფენის ავტორმა კონკურსის მონაწილეებს საჩუქრად საკუთარი ნამუშევრების ასლები გადასცა.    რა შეიძლება ხდებოდეს გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღამით, როცა სამუშაო დღე დასრულდება და დარაჯი საექსპოზიციო დარბაზებს დაკეტავს? - ამ კითხვას გორის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ორიგინალური რეჟისორული  ჩანაფიქრისა  და ბავშვური უშრეტი ფანტაზიის  წყალობით შექმნილი ფილმის ჩვენებით გასცეს პასუხი. ,,პერსონაჟები ცოცხლდებიან“ ასე ერქვა  ფილმს, რომლის გმირებმა მუზეუმში დაცული ძველებური ტანისამოსი მოირგეს და სულ რამდენიმე წუთით მაყურებელთა წინაშე გააცოცხლეს ძველებური ყოფის ამსახველი ექსპონატები.