პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დღეს გორის მერმა პროექტ ,,ღია კარის დღის“ ფარგლებში დაათვალიერა. შინდისის გზატკეცილზე №6-ში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის ეზოს მოასფალტება რამოდენიმე დღეა რაც დასრულდა.პროექტის ღირებულების 90% - 25 780 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.ზურაბ ჯირკველიშვილთან შეხვედრისას ამხანაგობის წევრები საუბრობდნენ იმ პრობლემების შესახებ, რომელებიც მოუწესრიგებელი საკანალიზაციო ქსელის შედეგად ექმნებათ. მერმა მათ განუმარტა, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება შესაძლებელია გორის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.

„თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში სამუშაოები სრულდება ამხანაგობების მიერ წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად. წარმოდგენილ პროექტებსა და შესრულებულ სამუშაოებს შორის აღმოჩენილი შეუსაბამობის შემთხვევაში, ხარვეზების გამოსწორებამდე ანგარიშსწორება არ ხორციელდება.“ - ასე უპასუხა ზურაბ ჯირკველიშვილმა მოქალაქეებს, რომელებიც შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით შენიშვნებს გამოთქვამდნენ.2016 წელს გორის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინასების პროგრამის ფარგლებში 35 პროექტი ხორციელდება. მათი თანადაფინანსების წილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 340 ათას ლარს შეადგენს.