ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდების  ხელშეწყობა  ქალაქ  გორის მუნიციპალიტეტის ერთერთი მთავარი პრიორიტეტია,  რისთვისაც ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ფუნქციონირებს განათლების მუნიციპალური პროგრამა („განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა“).  ქალაქის მერის, ბ-ნ ზურაბ ჯირკველიშვილის ინიციატივით, პროგრამის  ფარგლებში მოხდება სკოლის კურსდამთავრებულების ფინანსური წახალისება ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი რეიტინგის (საგრანტო ქულების - 100%) მიხედვით. ინიციატივა ეხება სკოლების მიმდინარე წლის  კურსდამთავრებულების ორ კატეგორიას: 1) ქალაქ გორში რეგისტრირებულ (ბოლო ორი წლის განმავლობაში)   იმ     კურსდამთავრებულებს, რომლებსაც მოუწიათ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (საჯარო ან კერძო სკოლაში)  სწავლა, რაზეც დაინტერესებულმა პირებმა ქალაქ  გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ: ·         განცხადება; ·          პირადობის მოწმობის ასლი; ·         ცნობა ქალაქ გორში რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (რეესტრი); ·         საგრანტო ქულის ამონაბეჭდი; ·         საბანკო ანგარიშის ნომერი. 2) ქალაქ გორის კერძო და საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებს, რომლებიც ზოგადი განათლების ბოლო, მე-3 საფეხურზე, სწავლობდნენ აღნიშნულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რაზეც დაინტერესებულმა პირებმა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ: ·         განცხადება; ·          პირადობის მოწმობის ასლი; ·         ცნობა ქ. გორის საჯარო ან კერძო სკოლაში  ზოგადი განათლების მე-3 საფეხურის გავლის თაობაზე; ·         საგრანტო ქულის ამონაბეჭდი; ·         საბანკო ანგარიშის ნომერი. დაინტერესებულმა პირებმა მოგვმართეთ  ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიაში  2016 წლის 13 ოქტომბრიდან – 27 ოქტომბრის ჩათვლით. საკონტაქტო პირი:  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების უფროსი ნინო ბერიანიძე, ტელ: 599 85 17 47