დაუვიწყარი დღე ცერებრალური დამბლით დაავადებული 15 ბავშვისთვის -აქცია ქალაქ გორის მერიისა და სარეაბილიტაციო ცენტრ ,,ნაბიჯების“ პარტნიორობით ბავშვთა გასართობ ცენტრ ,,რიოში“ 9 ოქტომბერს გაიმართა. ,,ეს უკვე რიგით მეორე აქციაა, რომელსაც შშმ ბავშვებისთვის ვმართავთ. პირველად ,,რიოში“ დაუნის სინდრომითა და აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს ვუმასპინძლეთ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ,,ნაბიჯების“ ადმინისტრაციას, რომელიც გვეხმარება, რომ ამ პატარებს ერთი დღე განსაკუთრებულად გავულამაზოთ. აქცია გაგრძელდება მომავალშიც. იმედს ვიტოვებ, რომ ეტაპობრივად ქალაქში რეგისტრირებული ყველა შშმ ბავშვი შეძლებს ჩვენთან სტუმრობას და გასართობ ღონისძიებებში ჩართვას“. - განაცხადა მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ქუთათელაძემ.