გორში ორდარბაზიანი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყება. დღეს სპორტის სასახლის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.    კაფსულა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშილმა, შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან იოსებ ოქრომელიძესთან და გორის მერთან ზურაბ ჯირკველიშვილთან ერთად ჩაუშვა.   სპორტული კომპლექსი, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის იქნება განკუთვნილი და ხელს შეუწყობს როგორც პროფესიული სპორტის, ასევე მასობრივი სპორტის განვითარებას რეგიონში. სპორტის სასახლის დიდი დარბაზი 1 500, ხოლო პატარა დარბაზი 500 სტუმარზეა გათვლილი.   პროექტი „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის" ფარგლებში ხორციელდება და 2016-2017 წლებში საქართველოში სამი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე სპორტის სასახლეები აშენდება თელავში, ბათუმსა და გორში. პროექტის პირველი ეტაპის ღირებულებაა 33 850 000 აშშ დოლარი, ხოლო სრული პროგრამის ღირებულება მეორე ეტაპის ჩათვლით 54 350 000 დოლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს კანადური კომპანია „ბეჰლენ ინდუსტრი“ გაუძღვება.    სპორტული კომპლექსის მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში დასრულდება.