ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „გორის კეთილმოწყობის სამსახურმა“  დეკორატიული ურნების სამონტაჟო სამუშაოები დღეს დაიწყო. კომპანია ქალაქში სულ 170 ურნას განათავსებს. ტენდერი ითვალისწინებდა როგორც საქონლის მოწოდებას, ასევე მის სამინტაჟო სამუშაოებს.  მომსახურეობის ღირებულება ხელშეკრულების მიხედვით 29 629 ლარს შეადგენს. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.