,,ღია კარის დღის“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა მოსახლეობასთან გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ბარნოვის 10ა-ში მცხოვრებ მოქალაქეებთან გამართა.
აღნიშნულ კორპუსში ამხანაგობების თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში სადარბაზოების კარებებისა და ფანჯრების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 
90%-იანი თანადაფინანსების პირობებში მერია ამხანაგობას 8000 ლარს უფინანსებს.
შეხვედრისას მოსახლეობამ მერს განხორციელებული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა და დამატებით სადარბაზოების შეღებვისა და სახურავის რეაბილიტაციის დაფინანსება სთხოვა. თავის მხრივ, მერი მათ ახალი პროექტების დაფინანსებას დაჰპირდა და აღნიშნა, რომ წინა წლებთან შედარებით ამხანაგობების თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამა აქტიურად მუშაობს. მისი განცხადებით, თუ წინა წლებში პროგრამის წლიური ბიუჯეტი 20-30 ათას ლარს შეადგენდა და ეს თანხაც ბოლომდე აუთვისებელი რჩებოდა, მერიის დაარსებიდან დღემდე პროგრამის ფარგლებში 90-მდე პროექტი დაფინანსდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 მილიონამდე ლარი გაიხარჯა.