გორის 12 საჯარო სკოლის III-VI კლასების  მოსწავლეებით დაკომპლექტებული 44 გუნდი ერთმანეთს ქართულისა და მათემატიკის ტესტური დავალებების შესრულებაში ეჯიბრება.  გუნდებს შორის  გამარჯვებულები  ჭიდილის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღეში, საკონკურსო ქულების შეჯამების შემდეგ გამოვლინდება.  პროექტის იდეის ავტორი და ორგანიზატორია  ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზია, ხოლო კონკურსის  კოორდინაცია უზრუნველყო გორის საგანმანათლებლო რესურცენტრმა. პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიმნაზიის დირექტორის მოადგილის თინათინ გვერდწითელის განცხადებით, გუნდური ჭიდილის მიზანია   მოსწავლეებში სწავლისადმი ინტერესისა და თანამშრომლობითი უნარის განვითარების ხელშეწყობა,   სასწავლო პროცესის სტიმულირება და სრულყოფა, მოსწავლეებში  ნიჭიერი მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდის გამოვლენა და წახალისება. პროექტი დაფინანსდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის   „მოსწავლე ახალგაზრდობისა და სკოლებში კლასგარეშე აქტივობების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში. ,,აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან და დაარსდა პედაგოგთა არარეგისტრირებული კავშირი „გზამკვლევი“,  რომელიც რესურსცენტრთან ერთად  ხელს შეუწყობს მსგავსი პროექტების შერჩევას და  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში დაფინასების მოპოვების მიზნით წარდგენას.  ჩვენ ვფიქრობთ, რომ  ადგილობრივი  თვოითმმართველობის როლი ძალზედ მნიშვნელოვანია სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებისა და კლასგარეშე აქტივობების განხორციელების ხელშეწყობაში. სწორედ ამ მიზნით შევიმუშვეთ მუნიციპალური პროგრამა, რომლის ფარგლებში მზად ვართ დავაფინანსოთ გორის სკოლების საინტერესო ინიციატივები“- აცხადებს ქ. გორის მუნიციპალიტეტის  განათლების  განყოფილების  უფროსი  ნინო  ბერიანიძე. მოსწავლე ახალგაზრდობისა და სკოლებში კლასგარეშე აქტივობების თანადაფინანსების  მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ხვალ, 17 მაისს ქ.  გორის მე-7 საჯარო სკოლაში ამავე სკოლის საავტორო პროექტ  -  „წლის მოაზროვნის“  დასკვნითი ტური გაიმართება.