21 სექტემბერს,15:00 საათზე ჩატარდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1. „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების დადგენის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 ივლისის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზ “ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება. 
/მომხს. თამარ თედლიაშვილი/
2. „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ნოემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება.
/მომხს. თამარ თედლიაშვილი/
3. „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 სექტემბრის N44 დდგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება.
/მომხს. თამარ თედლიაშვილი/
აღნიშნულ სხდომაზე,დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.