დღეს გორის მერის მრჩეველმა შალვა ტლაშაძემ  გორის ერთ-ერთი მაჟორიტარი საარჩევნო კანდიდატის სააგიტაციო მასალის ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დარღვევებით განთავსებასთან დაკავშირებით  განცხადება გააკეთა. „გორის მერია მიყვება ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ პოზიციას, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდ ვითარებაში, კონკურენტულ და არა კონფრონტაციულ რეჟიმში. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს №39 დადგენილებით განისაზღვრა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალის განთავსებასთან დაკშირებული წესები. დოკუმენტის მიხედვით ყველა პარტია და საარჩევნო სუბიექტი სარგებლობს თანაბარი უფლებებით. გუშინ ერთი კონკრეტული კანდიდატის სააგიტაციო მასალით სრულად მოხდა აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული ადგილების ათვისება, რაც არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა სააჩევნო სუბიექტებს. ექსცესების თავიდან აცილების მიზნით, გორის მერია შეტყობინებას უგზავნის აღნიშნულ კანდიდატს დაიცვას დოკუმენტით განსაზღვრული წესები. შეტყობინებაში მითებულ ვადებში თუ არ გაანთავისუფლდება მისი სააგიტაციო მასალისგან დაკავებული ტერიტორიების ნაწილი, კანდიდატი მიმართ განხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები. აღნიშნული შეტყობინების ასლი ეგზავნება საოლქო საარჩევნო კომისიასაც.“ - ნათქვამია განცხადებაში.