გორში, კულტურისა და დასვენების პარკ „ახალბაღში“ ახალი სასწავლო წლის დაწყება კონცერტით აღინიშნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები, სასულიერო პირები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები. მას შემდეგ, რაც სასულიერო პირებმა მოსწავლეებს დალოცეს, გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელემა ზურაბ ქარელმა მოსწავლებს, მშობლებსა და პედაგოგეგბს ახალი სასწავლო წლის დაწყებას მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. „გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ყოველი ახალი სასწავლო წელი, თქვენს ცხოვრებაში, ახალი და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საინტერესო პერიოდის, სიღრმისეული ცოდნისა და გამოცდილების შეძენის დასაწყისია. დღევანდელ დღეს გამორჩეულად ვულოცავ პირველკლასელებს. მათთვის ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი იწყება. თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ წარმატებებს. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი განათლებაა და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით წარმატებული ახალგაზრდების გვერდით. 2016 წელს ჩვენ 100 % გრანტის მქონე 43 გორელ აბიტურიენტს გადავეცით ფულადი ჯილდო. გასული წლის მსგავსად  2016 წელს გორის მერიის განათლების მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ვგეგმავთ წარმატებული აბიტურიენტების დაჯილდოებას. ამ ეტაპზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან ველოდებით ინფორმაციას 100 % გრანტის მქონე გორელი აბიტურიენტების  შესახებ.“ - განაცხადა გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა. საზემო ღონისძიებაში მონაწილეობას გორის მერიის ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის აღსაზრდელები იღებდნენ. კონცერტის დასრულების შემდეგ მოსწავლებს სთრით ვორქაუთის საჩვენებელი შოუს ნახვის საშუალებაც ჰქონდათ. გარდა ამისა, „ახალბაღში“ არსებული ატრაქციონები ორი საათის მანძილზე მოსწავლეებს უფასოდ ემსახურებოდნენ.   გორის საგანმანათლებლო რესურცენტრის ინფორმაციით 2016-2017 წლებში 12 საჯარო და 3 კერძო სკოლაში 9 250 მოსწავლე ისწავლის, რომელთა შორის 1 135 პირველკლასელი იქნება. ღონისძიება გორის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ კულტურისა და დასვენების პარკ „ახალბაღის“ ორგანიზებით მოეწყო.