გორის მერი საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელ გოგონათა  ნაკრების გორელ წევრებს შეხვდა და ევროპის C დივიზიონის ჩემპიონია მიულოცა. ნაკრების 4 წევრი ბერიანიძე ნატალია, ხაროშვილი მარიამი, ოქროპირიძე მანანა და გიგაური თამარი გორის მერიის ა(ა)იპ შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სპორტული სკოლის აღსაზრდელები არიან. ზურაბ ჯირკველიშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა გორელი სპორტსმენების მიღწევების შესახებ და სიამაყით აღნიშნა, რომ გორი სპორტული წარმატებების ქალაქად იქცა.  გორის მერმა კალათბურთელებს მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტიც გააცნო.    „სპორტის სასახლის მშენებლობა მომავალი წლის ზაფხულში სრულდება. მერმის ამ დროს სასახლის სპორტულ დარბაზებში ვარჯიშის საშუალება გექნებათ.“  - აღნიშნა კალათბურთელებთან საუბრისას ზურაბ ჯირკველიშვილმა. ქართველებმა ტურნირის ყველა მატჩი დამაჯერებლად მოიგეს და C დივიზიონის გამარჯვებულები გახდნენ. საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის C დივიზიონის ჩემპიონობით რანგით მაღალ - B დივიზიონში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.