გორში პროექტ „თანამონაწილეობის აკადემიის“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის პოლონურ ფონდ „სხვა სივრცის“ წარმომადგენლებმა გორის მერიის სამსახურების თანამშრომლებს, გორის მერის წარმომადგენლებსა და „სამოქალაქო ბიუჯეტი 2017“ - ის კოორდინატორებს აღნიშნული პროექტის სამუშაო გეგმის შედგენის წესები გააცნეს. პროექტი „თანამონაწილეობის აკადემიის“ ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია თანამონაწილეობითი მექანიზმების დანერგვა ადგილობრივი ბიუჯეტირების პროცესში. პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ განსახორციელებლად მომავალი წლის ადგილობრივ ბიუჯეტში სავარაუდოდ  900 000 ლარი აისახება. აღნიშნული თანხა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ექვს ადმინისტრაციულ ერთეულზე თანაბრად გადანაწილდება და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვასწინებით ქალაქის თითოეულ უბანში თითო  ინფრასტრუქურული პროექტი განხორციელდება. პროექტის კოორდინატორები ექვსივე ადმინისტრაციულ ერთეულში მოქალაქეთა ინფრომირების მიზნით მერის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობენ. ინფრასტრუქტურული პროექტების წარმოდგენის ვადა 15 სექტემბერს იწურება (ელ. ფოსტა -  info@gori.gov.ge.) მოქალაქეების მიერ წარმოდგენილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის   „სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭო“ ქალაქის თითოეული უბანში 2017 წელს განსახორციელებელ თითო საუკეთესო პროექტს გამოავლენს. საბჭოს წევრებს შორის იქნებიან როგორც საჯარო მოხელეები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოქალაქეები და მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე. პროექტი „თანამონაწილეობის აკადემია“  ფინანსდება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „დემოკრატიის მხარდაჭერა – 2016“-ის ფარგლებში, რომელსაც საქართველოში   ახორციელებს  პოლონური ფონდის „სხვა სივრცე“ ( „The Other Space Foundation”).