ელენე ახვლედიანი, მხატვარი- დაბადების ადგილი: ქ. თელავი მოკლე ბიოგრაფია: ელენე ახვლედიანი თელავში 1901 წელს დაიბადა. მოგვიანებით ახვლედიანების ოჯახი თბილისში გადასახლდა.  გიმნაზიის პარალელურად ელენე სამხატვრო სასწავლებელშიც დადიოდა. 1922 წელს ჯერ კიდევ აკადემიის სტუდენტი საგანგებო სტიპენდიით საზღვარგარეთ გაემგზავრა. წასვლამდე  რამდენიმე ხნით ადრე ელენე მხატვრების ჯგუფთან ერთად აქტიურად მუშაობდა თბილისის ძველი უბნების ფიქსირებაზე. აღსანიშნავია ისიც,  რომ მოგვიანებით, 1950-60-იან წლებში ცნობილი არქიტექტორი ყავლაშვილი ხშირად ახვლედიანის ნამუშევრებს ეყრდნობოდა დედაქალაქის ძველი უბნების რეკონსტრუქციისას. ასე რომ, თავიდანვე გამოიკვეთა ძველი თბილისი ელენე ახვლედიანის შემოქმედების მთავარ თემად. მხატვარი 2 წლის განმავლობაში იტალიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი პარიზში, კოლაროსის აკადემიისკენ აიღო გეზი. ახველედიანის ნახატები ცნობილმა კოლექციონერებმა შეიძინეს, გამოფენებს გამოეხმაურა პრესაც. 1930-1933 წლებში იგი ძირითადად თეატრში და წიგნების ილუსტრაციებზე მუშაობდა. ელენე ახვლედიანმა სხვადასხვა დროს გააფორმა “ტომ სოიერი’, “კაცი, რომელიც იცინის”, ვაჟა-ფშაველას პოემები, ეგნატე ნინოშვილის მოთხრობები.1939 წელს ელენე ახვლედიანმა სახელოსნო მიიღო, რომელიც “პატარა საქართველოდ” აქცია. დღეს ახლა იქ მისი სახლმუზეუმია. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.   მაკო საფაროვა, მსახიობი- დაბადების ადგილი: ქ. თელავი მოკლე ბიოგრაფია: მაკო (მარიამ) მიხელის ასული საფაროვა-აბაშიძე დაიბადა 1860 წლის 18 თებერვალს თელავში. მაკო ბავშვობიდანვე იყო გატაცებული სასცენო მოღვაწეობით.მაკო საფაროვამ 1879 წელს დაიწყო სცენური მოღვაწეობა ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის მიერ განახლებულ ქართულ პროფესიურ თეატრში. მაკოს პირველი როლი კლოდინა იყო მოლიერის „ჟორჟ დანდენიდან“. 1878 წლის 27 ოქტომბერს, რომელიც მისთვის დიდი წარმატების მომტანი გახდა. იმავე სეზონში, 1879 წლის 13 ივნისს, მისი ბენეფისიც დაინიშნა, სადაც მოლიერის „იჭვით ავადმყოფში“ ტუანეტის როლი უბადლოდ შეასრულა. 1883 წელს, როდესაც თბილისს ცნობილი რუსი მწერალი ალექსანდრ ოსტროვსკი ეწვია, რომელმაც თავისი პიესა „შემოსავლიანი ადგილი“ ქართული თეატრალური დასის შესრულებით იხილა. პიესაში მაკო პოლინას როლს ასრულებდა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ ოსტროვსკიმ მაკოს მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა. 1912 წლის იანვარში მაკოს სასცენო მოღვაწეობის 30 წლის იუბილე გადაუხადეს.1923 წლის 2 იანვარს, კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში „მზის დაბნელება საქართველოში“ (ზ. ანტონოვი) იგი უკანასკნელად გამოვიდა რუსთაველის დრამატული თეატრის სცენაზე. მაკო საფაროვა-აბაშიძე გარდაიცვალა 1940 წლის 11 დეკემბერს, დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.   ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე, მწერალი - დაბადების ადგილი: კახეთი, სოფელი ქისტაური მოკლე ბიოგრაფია: ბარბარე ჯორჯაძე დაიბადა ერისთავთა საგვარეულო სოფელ ქისტაურში, 1833 წელს. 50-იან წლებში ხშირი ყოფილა ლეკთა ყაჩაღური თავდასხმები. მწერალი ქალი ქისტაურში, თელავში, გრემშიარაერთხელ შესწრებია მშვიდობიანი მოსახლეობის აწიოკებას. კახეთის სოფლებზე ლეკების 1854 წლის ივლისისთავდასხმა ბარბარეს აღწერილი და გამოქვეყნებული აქვს 'ივერიის“ ფურცლებზე. 60-იან წლებში საგლეხო რეფორმის გატარების შემდეგ ბარბარე იძულებული იყო მიეტოვებინა სოფელი და ქმართან  ერთად  ეცხოვრა  ხან ზუგდიდში, ხან ლაილაშში, ხან თელავში. ხანდაზმული, ჯანმრთელობაშერყეული  ბარბარე 1889 წლიდან ცხოვრობს ლენქორაში, თავის ვაჟთან მიხეილთან, რომელიც აქ მაზრის უფროსის თანაშემწედ მსახურობდა. ლენქორაში ბარბარე მძიმე მატერიალურ პირობებში იმყოფებოდა. აქვე გარდაიცვალა მისი მეუღლე ზაქარია.1895 წლის 11 აპრილს, როცა მწერალი ქალი ლენქორანიდან სამშობლოში ბრუნდებოდა, ცივგომბორთან შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბარბარე ჯორჯაძის ნეშტი ჩამოასვენეს თელავში. 14 აპრილს, დილის 10 საათზე, დაასვენეს თელავის ტაძარში. ბარბარე ჯორჯაძე დაკრძალულია თელავის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ძმის, რაფიელ ერისთავის გვერდით.   ნატო გაბუნია, მსახიობი- დაბადების ადგილი: ქ. გორი მოკლე ბიოგრაფია: ნატო გაბუნია 1859 წელს გორში დაიბადა, 12 წლისა მამამ ხრუშჩოვების სკოლაში მიაბარა. 16 წლის ნატოს სცენიური ბიოგრაფია სპექტაკლებით „ძალად ექიმი“ და „უჩინმაჩინის ქუდი“ იწყება. 1879 წლის 21 მარტს, საქველმოქმედო სპექტაკლში „გეო, მინას კომპანია და სხვა“ ნატო თბილისელმა მაყურებელმა პირველად იხილა.1879 წელს ნატო მუდმივმოქმედი თეატრის დასის წევრი ხდება. ნატო მუდმივ დასში სულ ახალი ჩარიცხული იყო, როდესაც აკაკი წერეთელმა საგანგებოდ მისთვის პიესა „კინტო“ დაწერა. 1880 წლის 9 იანვარს ნატოს პირველი ბენეფისი გაიმართა, სადაც იგი ორ პიესაში თამაშობდა ( „კინტო“, „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“). ნატო გაბუნია 1910 წლის 16 აგვისტოს, 51 წლის ასაკში, ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე,                მარიამ ივანიშვილი-დემურია, საზოგადო მოღვაწე- დაბადების ადგილი: ქ. გორი მოკლე ბიოგრაფია: მარიამ ივანისვილი-დემურია 1860 წელს დაიბადა გორში. სწავლობდა გორის სამაზრო სასწავლებებლში. დაამთავრა თბილისის საბებიო სასწავლებელი, რის შემდეგაც მუშაობდა ზუგდიდში, საცხერესა და ოზურგეთში. 1893 წელს ახალგაზრდა იურისტ ვასილ დემურიაზე დაქორწინდა და საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. სადაც აქტიურად ცაერტო საგანმანათლებლო-სამწერლო, ჟურნალისტურ საქმიანობაში. ხელს უწყობდა სახალხო თეატრის განვითარებას. მისი თაოსნობით შეიქმნა  ,,ავჭალია აუდიტორია“, რომელიც მიიჩნევა პირველ სახალხო თეატრად, სადაც გაჭირვებულებს თეატრალურ წარმოდგებნებზე დასწრების საშუალება ეძლეოდათ. 1906-1910 წლიბში რედაქტორობდა ჟურნალ ,,ნაკადულს“, რომლის ირგვლივ არაერთი ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე შემოიკრიბა.   ნინო აბაშიძე-ორბელიანი, პოეტი, მსახიობი- დაბადების ადგილი: კასპის რაიონი, სოფელი ახალქალაქი მოკლე ბიოგრაფია: დაიბადა ქართლში სოფ. ახალქალაქში 1838 წელს. უკვე 1860-იანი წლებიდან ნინოს ლექსები ბევრგან იბეჭდებოდა: “ცისკარი”, “დროება”, “ივერია”, “კვალი”, “თეატრი”, “თეატრი და ცხოვრება”,  “სახალხო გაზეთი”, “ცნობის ფურცელი”, “ნაკადული”, “ჯეჯილი”. 1861 წელს გიორგი ერისთავის “გაყრაში” მაკრინეს როლი ითამაშა, მერე - “მზის დაბნელებაში”. ამგვარად მის ცხოვრებაში სცენა სამუდამოდ დამკვიდრდა. 1879 წლიდან ნინო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი და დამზოგავ-გამსესხებელ ამხანაგობის ხელმძღვანელია. პარალელურად თამაშობს სპექტაკლებში “დარია”, “ვეფხისტყაოსნის სურათები”, “მეფე ლირი”. ხნიერ ასაკში მისი ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა და უკიდურეს სიღარიბესა და მარტოობაში გარდაიცვალა 1919 წელს.                                        თამარ აბაკელია, მოქანდაკე, მხატვარი - დაბადების ადგილი: იმერეთი, ქ. ხონი მოკლე ბიოგრაფია: მოქანდაკე, გრაფიკოსი, ფერმწერი და ილუსტრატორი, თეატრისა და კინოს მხატვარი თამარ აბაკელია 1905 წელს ხონში დაიბადა.1929 წელს თამარ აბაკელიამ  თბილისის სამხატვრო აკადემია დაასრულა. ამ პერიოდიდან მცირე ფორმებიდან შედარებით მონუმენტური ფორმების ძიებაზე გადავიდა. 30-იანი წლებიდან ინტენსიურად ჩაერთო სათეატრო საქმიანობაში. თამარ აბაკელიამ ძალები ილისტრაციაშიც სცადა და საკმაოდ წარმტებითაც. 30-იანი წლებიდან მოყოლებული მან არაერთი ნაწარმოები დაასურათა, მათ შორის “ვეფხისტყაოსანიც.” მიიჩნევა, რომ მის მიერ დასურათებულ “ვეფხიტსყაოსანში” განსაკუთრებით საყურადღებო მისი გმირი ქალების გამოსახულებებია. არაერთხელ გაუკეთა ილუსტრირება ვაჟა-ფშაველს ნაწარმოებებს, მათ შორის რუსულ გამოცემასაც. გააფრომა იმ დროს დროს პოპულარული რომანი, კონსტანტინე ლორთქიფანიძის  “კოლხეთის ცისკარი”, ასევე ცნობილი რუსი პოეტის ნიკოლოზ ტიხონოვის ლექსების კრებული. ძალები მოსინჯა კინემტოგრაფიაშიც. 1935 წელს თამარ აბაკელია კინოსურათ “არსენაზე” სამუშაოდ მიიწვიეს. მოგვიანებით მან იმუშავა “დავით გურამიშვილზეც”. ესკიზები შექმნა ასევე კინოფილმ “გიორგი სააკაძისთვისაც.” 1936-37 წლები თამარ აბაკელიას შემოქმედების ყველაზე ნაყოფიერ პერიოდად მიიჩნევენ.  ამ დროს შექმნა ჰორელიეფები, რომელიც მან მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფიალიალის (ახლანდელი იმელის შენობა) ფრონტონის ფრიზისათვის შეასრულა.თამარ აბაკელია 1953 წელს გარდაიცვალა.   დომინიკა ერისთავი (განდეგილი),მწერალი, მთარგმნელი და ჟურნალისტი - დაბადების ადგილი: იმერეთი, სოფელი სალომინაო მოკლე ბიოგრაფია: დომინიკა ზურაბის ასული ერისთავი - განდეგილი დაიბადა 1864 წლის 28 ოქტომბერს (ახალი სტილით 9 ნოემბერს)  ვანის რაიონში, სოფელი სალომინაოში.1904 წელს დომინიკა ერისთავი ჟურნალ „ნობათის“ რედაქტორად დაინიშნა.განდეგილი იყო ერთ-ერთი ინიციატორი, ფუძემდებელი და დამაარსებელი ქალთა ორგანიზაციის - "ქართველ ქალთა საზოგადოება" (1914). ეს იყო ქართველ ქალთა პირველი ორგანიზაცია.განდეგილის ლექსებისა და მოთხრობების პირველი კრებული გამოქვეყნდა 1910, ლექსების მომდევნო კრებული - 1918 წელს. განდეგილს ეკუთვნის მოთხრობები „გოგია“, „იის კონა“, „გვირგვინი“, „საშინელი ღიმილი“, „ურწმუნო ბოშა“, „მუნჯი“ და სხვა. აღიარება მოუტანა მოთხრობამ „მარინე“ (1897). მუშაობდა პუბლიცისტიკაში, კრიტიკაში, სიტემატურად აქვეყნებდა საინტერესო წერილებს. ავტორია მრავალი მინიატურის, ნოველისა, თუ ფელეტონისა.მას თარგმნილი აქვს ჰაინეს, რილეევის, გორკის, ტურგენევის, კუპრინის, მარკიზ სონიესა და სხვათა ნაწარმოებები. განდეგილმა ასევე თარგმნა გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან", რომელიც 1902 წელს ცალკე წიგნად გამოვიდა ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით. განდეგილი გარდაიცვალა 1929 წლის 29 იანვარს, თბილისში.    მარიამ დადიანი-ანჩაბაძე, საზოგადო მოღვაწე - დაბადების ადგილი: იმერეთი, სოფელი სვირი მოკლე ბიოგრაფია: მარიამი 1870 წლის 18 დეკემბერს დაიბადა იმერეთში, სოფელ სვირში. XIX საუკუნის ბოლოს მარიამი უკვე სოხუმში. თეატრის მოწყობის საკითხზე მუშაობდა. 1900 წლიდან სამოქალაქო სასწავლებელში ქართული ენის სწავლება შემოაღებინა რუსებს.თბილისისა და ქუთაისის სათეატრო დასებთან გამუდმებული კავშირის წყალობით (რაშიც მას ძმა, ცნობილი დრამატურგი შალვა დადიანი ეხმარებოდა), სოხუმში პერიოდულად იმართება ქართული სპექტაკლები. პარალელურად მარიამი ხელმძღვანელობს ქართული პერიოდიკის გავრცელებას და სამკითხველოების დაარსებას, რაც საბოლოოოდ სოხუმში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის ფილიალის გახსნით დაგვირგვინდა. გამგეობის თავმჯდომარედ საზოგადოების წევრთა უმრავლესობამ მარიამ დადიანი აირჩია. 1912 წლიდან კი 6 წევრისგან შემდგარმა გამგეობამ ჩამოაყალიბა სამშენებლო კომისია, რომელსაც მთელს აფხაზეთში სკოლების, ბიბლიოთეკების, კლუბებისა და სხვა კულტურული დაწესებულებების აგება და ამასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვის წარმოება ევალებოდა. მარიამ დადიანი 1959 წელს გარდაიცვალა.   ქეთევან მაღალაშვილი,  მხატვარი       - დაბადების ადგილი: იმერეთი, ქ. ქუთაისი მოკლე ბიოგრაფია: ქეთევან მაღალაშვილი ქუთაისში 1894 წელს დაიბადა.1912 წელს ქეთევან მაღალაშვილმა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში ჩააბარა, სადაც 2 წელი სწავლობდა. მოგვიანებით, 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც ფერწერის სკოლაში გააგრძელა სწავლა.1917 წელს, თბილისში დაბრუნების შემდეგ ქეთევანმა მასალების შეგროვება დაიწყო ქართული ნაციონალური ტანსაცმლის ესკიზების შესაქმნელად გიორგი ჯაბადარის თეატრ-სტუდიისთვის. იმავდროულად მონაწილეობას იღებდა საქართველოს მხატვართა საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ექსპედიციებში, სადაც ძველი ქართული ფრესკებიდან მხატვრები ასლებს იღებდნენ. 1921 წლიდან ქეთევანმა  მუშაობა დაიწყო ნაციონალური სურთების გალერეაში, გახდა ქართველ მხატვართა საზოგადოების წევრი.1923 წელს იგი სასწავლებლად  მიუნხენში გაემგზავრა, ოდნავ მოგვიანებით კი პარიზში გადასახლდა, სადაც სამი წელი დაჰყო. პარიზში მაღალაშვილი კოლარისის კერძო აკადემიაში სწავლობდა. პარიზში ყოფნისას შექმნა ქეთევნმა თავისი პირველი სერიოზული ნამუშევრები, თუმცა მოღწეული ნახატებიდან ყველაზე ძველი იმ დროს ეკუთვნის, როცა მხატვარი მოსკოვის ფერწერის ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში სწავლობდა. 1926 წელს მაღალაშვილი თბილისში დაბრუნდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული მისი ნახატები სხვადასხვა აგმოფენაზე იგზავნებოდა, ძირითადად მოსკოვში. 1926 წლიდან მოყოლებული 10 წლის განვალობაში  ქეთევანი ეროვნულ გალერეაში მუშაობდა რესტავრატორად, აგრძელებდა ასევე პორტრეტების ხატვას. მაღალაშვილის შემოქმედების შემდგომ ეტაპს 1930-იანი წლების შუა ხანებიდან 1940-იანი წლების შუა ხანებს მიიჩნევენ, რაც ახალ თემებს და ახალ სახეებს უკავშირდება.1946 წელს ქეთევან მაღალაშვილს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. 1950-იანი წლებიდან აქტიურად ხდებოდა მისი ნამუშევრების ექსპოზიცია საქართველოში, რუსეთში, ასევე პოლონეთში.  მიუხედავად ამისა, მხოლოდ 1961 წელს თბილისში გაიხსნა ქეთევან მაღალაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა. იმავე წელს მხატვარს  საქართელოს  სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. მეორე პეროსნალური გამოფენა 1972 წელს მოეწყო, რომელმაც მომდევნო წელს მოსკოვში გადაინაცვლა. ქეთევან მაღალაშვილი 1973 წელს გარდაიცვალა.   მზია ჯუღელი, სპორტსმენი - დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი             მოკლე ბიოგრაფია: მზია ჯუღელი 1924 წელს, ქუთაისში, დაიბადა. იგი იყო პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი, სსრკ რვაგზის ჩემპიონი, ბერლინისა და რუმინეთის მსოფლიო ფესტივალების ლაურეატი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი. მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრებებში მოპოვებული აქვს 13 ოქროს, 9 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი. 1952 წლიდან სპორტის დამსა­ხურებული ოსტატია, ასევე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ტანმოვარჯიშე ქალთა ნაკრების უფროსი მწვრთნელია. 1992 წლიდან საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნული ფედე­რაციის ვიცეპრეზიდენტია. 1996 წელს მზია ჯუღელი ატლანტის საიუბილეო ოლიმპიურ თამაშებზე საპატიო ოლიმპიელი ქალის სტატუსით მიიწვიეს, სადაც ქალ ოლიმპიელთა მუზეუმში მისი ფოტოებიც იყო გამოფენილი. 2005 წელს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ მას ქალთა სპორტში გაწეული წვლილისთვის დიპლომი გადასცა; იმავე წელს გახდა საქართველოს ეროვნული ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი.2006 წელს ჟენევაში ჩატარებულ ტანვარჯიშის საერთაშორისო სახეობათა 125 წლის იუბილეზე დაჯილდოვდა საპატიო მედლითა და სიგელით; სპორტსაზოგადოება „დინამოს“ იუბილეზე დაჯილდოვდა საპატიო ორდენითა და მედლით; საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველოს სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და დაბადების 80 წლისთავთან დაკავშირებით დაჯილდოვდა ოლიმპიური ორდენით. 2011 წელს დიდი ოქროს ოლიმპიური ორდენი გადაეცა.   კატო მიქელაძე, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე- დაბადების ადგილი: იმერეთი, სოფელი კულაში მოკლე ბიოგრაფია: კატო მიქელაძე 1878 წლის 18 სექტემბერს დაიბადა სოფელ კულაშში.1900 წელს კატომ დაამთავრა საბებიო ინსტიტუტი და სამუშაოდ ცხინვალში გაემგზავრა. 1903 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. კატოს მოსკოვში აგზავნის პედაგოგიურ კურსებზე სასწავლებლად, მაგრამ იქიდან 1906 წელს, სოფიო ამირეჯიბისა და ალექსანდრე ხახანაშვილის დახმარებით, ევროპაში მიემგზავრება.ბრიუსელის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ კატო პარიზში დასახლდა, სადაც 1915 წლამდე დარჩა და საფუძვლიანად გაეცნო ქათა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას. 1916 წელს სამშობლოში დაბრუნებული კატო მიქელაძე იწყებს თანამოაზრეთა შემოკრებას და ქალის სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებებისათვის ბრძოლას. 1917-18 წლებში მან უკვე ჩამოაყლიბა რეგიონული ქსელი „ქალთა ლიგა“, რომელიც დასავლეთ საქართველოს ყველა რაიონის წარმომადგენელ ქალს აერთიანებდა. ამავე პერიოდში იგი გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთს `ხმა ქართველი ქალისა~, სადაც კონსოლიდირებული იყო ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობისათვის საჭირო დასავლური გამოცდილება და ქართული პრობლემებისი მთელი პალიტრა. 30-იან წლებში კატო მიქელაძე უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, იგი 1942 წელს გადაიცვალა. პროცესიას სულ რამდენიმე ადამიანი მიუყვებოდა: ირინე და ნიკოლო იუშკოვები, პოეტი ანდრო თევზაძე და მარიამ გარიყული. კატოს საფლავი დაკარგულია.   მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე,  საზოგადო მოღვაწე- დაბადების ადგილი: სოფელი ღორეშა მოკლე ბიოგრაფია:  დაიბადა 1879 წლის 14 მარტს, სოფელ ღორეშაში. ახალგაზრდობიდანვე ებმება მარქსისტული წრეების მუშაობაში. 1901 წელს სწავლას იწყებს ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. აქტიურად მუშაობს ჟენევის სოციალისტურ წრეებში, „ისკრის” დამხმარე ჯგუფში; 1905 წელს, ამიერკავკასიაში სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების დაწყების შემდეგ იყო აქტიური „მენშევიკი”. 1918 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში, ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. იყო შრომის და სახალხო ჯანმრთელობის კომისიის წევრი. 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის არმიის თავდასხმისას მუშაობდა საქართველოს წითელ ჯვარში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩაბმული იყო ანტი-საბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში. მომდევნო წლებში რეპრესიებს ემსხვერპლნენ მისი მეუღლე და შვილები, თავად მინადორა კი მრავალგზის გადაასახლეს. მხოლოდ 1950 წელს მიეცა თბილისში დაბრუნების საშუალება. რეაბილიტირებულია 1956 წელს.   ალექსანდრა ჯაფარიძე, მთასმვლელი - დაბადების ადგილი: იმერეთი, სოფელი ხრეითი მოკლე ბიოგრაფია: დაიბადა 1895 წლის 11 თებერვალს  სოფელ ხრეითში. ქართველი მთამსვლელი ქალი. შესრულებული აქვს ასამდე სპორტული ასვლა კავკასიონის მწვერვალებზე. ქართული და საბჭოთა ალპინიზმის ერთ–ერთი ფუძემდებელი, საქართველოს ალპური კლუბის ერთ–ერთი დამფუძნებელი. იყო საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, სპორტის დამსახურებული ოსტატი. მის სახელს უკავშირდება ბეთლემის გამოქვაბულის აღმოჩენა. წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და ალპინისტთა არაერთი თაობა აღზარდა. 1999 წლის 19 ოქტომბერს ჩატარებული ჟურნალისტთა ფედერაციის რეფერენდუმით დასახელებულია მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად.  სიმონი 1929 წელს დაიღუპა თეთნულდზე ასვლის დროს.   საფო გიგინეიშვილი-მგელაძე, მწერალი- დაბადების ადგილი: გურია, სოფელი ჯურყვეთი მოკლე ბიოგრაფია: სოფო მგელაძე 1894 წელს დაიბადა გურიაში, სოფელ ჯურყვეთში. საფო ქართული პრესის ფურცლებზე თავის პირველ პუბლიკაციებს აქვეყნებდა ფსევდონიმებით: “გურული ქალი”, “ეწერელი ქალი”, “მუშა ქალი”, “სანი”. გაზეთებიდან მას ყველაზე ხშირად მასპინძლობდნენ: “კავკასიონი”, “ჩვენი გზა”, “ტრიბუნა”, “კომუნისტი”, “ხმა ქართველი ქალისა”; ჟურნალებიდან: “ლიტერატურული საქართველო”, “პროლეტარული მწერლობა”, “ლომისი”, “ქართული მწერლობა”, “მნათობი”.1928-1935 წლებში გამოქვეყნდა საფო მგელაძის რომანები: „ლიანა ლორდია“, „ქარიშხლის ფრთებზე“, „გზა და გზა“ და მოთხრობები და ლექსები.1936 წელს, ორმოცდაორი წლის ასაკში, საფო მგელაძე გარდაიცვალა. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.   ანა კალანდაძე,  პოეტი- დაბადების ადგილი: გურია, სოფელი ხიდისთავი მოკლე ბიოგრაფია: ანა კალანდაძე დაიბადა 1924 წლის 15 დეკემბერს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში.1946 წელს წარმატება მოჰყვა მის პირველსავე პოეტურ პუბლიკაციას გაზეთში “ლიტერატურა და ხელოვნება”. იმავე წელს, გაიმართა 22 წლის ანა კალანდაძის ლექსების კითხვის საღამო, რასაც მოჰყვა ანას საყოველთაო აღიარება სამწერლობო წრეებში. თუმცა, მისი პირველი პოეტური კრებულის გამოცემა მხოლოდ 1953 წელს გახდა შესაძლებელი. წარმატებასთან ერთად მის გამოჩენას კრიტიკაც არ დაჰკლებია, მას „ფორმალიზმში, უიდეობასა და აპოლიტიკურობაში” ამხელდნენ. შესაბამისად, პირველ კრებულში ცენზურის გამო მრავალი ლექსი ვერ მოხვდა. შემდგომი პოეტური კრებულები გამოიცა 1957, 1960, 1967, 1976 წლებში. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ ენებზე. მიუხედავად სირთულეებისა, მან სწრაფად მოახერხა საერთო სახალხო აღიარების მოპოვება, მის ლექსებზე დაიწერა მრავალი სიმღერა. ანა კალანდაძე დღემდე მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართველ პოეტად რჩება, ლაურეატია რუსთაველის და გალაკტიონ ტაბიძის პრემიების. 2006 წელს პოეტს ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა პრემია “საბა”.ანა კალანდაძე გარდაიცვალა 2008 წლის 11 მარტს ინსულტის შედეგად, 83 წლის ასაკში. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.   ნინო ნაკაშიძე, მწერალი, საზოგადო მოღვაწე- დაბადების ადგილი: გურია, სოფელი ბახვი  მოკლე ბიოგრაფია: ნინო დაიბადა 13 იანვარს 1872 წელს სოფელ ბახვში.  ახალგაზრდობიდანვე  აქტიურად  იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მეუღლესთან ერთად იზიარებდა ლევ ტოლსტოის შეხედულებებს და პირადადაც იცნობდა მწერალს,  რის გამოც ხშირად იდევნებოდა. განსაკუთრებით აქტიურდება 1905 წლიდან, როცა სამწერლო ასპარეზზე გამოდის საბავშვო მოთხრობებით და ასევე ეწევა თამამ ჟურნალისტურ საქმიანობას. იყო მრავალი ჰუმანიტარული წამოწყების ინიციატორი. ჟურნალ „ნაკადულის“ რედაქტორად აირჩიეს 1910 წელს, სადაც მრავალი წელი იმუშავა. მისი ინიციატივით გაიხსნა პირველი ქართული საბავშვო ბაღი, დაარსდა საბავშვო თეატრი. იყო „კავკასიელ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარე, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭოს წევრი. პარალელურად ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას, მხატვრული ტექსტების გარდა, სამი მემუარული ჟანრის წიგნის ავტორია. ნინო ნაკაშიძე გარდაიცვალა 1963 წ. 2 ივლისს ქალაქ თბილისში.     ქრისტინე  ჩიტო  შარაშიძე, საზოგადო მოღვაწე - დაბადების ადგილი: გურია, სოფელი ბახვი მოკლე ბიოგრაფია:           დაიბადა 1887 წელს სოფელ ბახვში. იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარ­ტიის წევრი 1905 წლიდან. აქტიურად მონაწილეობდა 1905-1906 წლებში ტფილისში რევოლუციურ გამოსვლებში; ამზადებდა საგაზეთო მასალებს; 1919 წელს არჩეული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ რამდენჯერმე დააპატიმრეს.  რეპრესიებში მოყვა მისი ოჯახი. სხვადასხვა დროს იყო მასწავლებელთა სახლის ქართული ენის კაბინეტის გამგე და საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმის თანამშრომელი. 1941-1964 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებასა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიაში. მოამზადა მნიშვნელოვანი შრომები ქართული ბეჭდვითი სიტყვის ისტორიის შესახებ. იყო უმნიშვნელოვანესი გამოკვლევების ავტორი ხევისა და სამხრეთ საქართველოს ისტორიის შესახებ.  დამუშავებული და შესწავლილი აქვს IX-XIX საუკუნის 1500-ზე მეტი ხელნაწერი.   დესპინე გელოვანი-ბანოვანი,მწერალი, საზოგადო მოღვაწე - დაბადების ადგილი: სვანეთი, სოფელი ლაჯანა მოკლე ბიოგრაფია: დესპინე გელოვანი დაიბადა 1888 წლის 16 დეკემბერს, სოფელ ლაჯანში,     დესპინე გელოვანის (ლიტერატურული ფსევდონიმი - ბანოვანი) მოთხრობები, ესკიზები, ეთნოგრაფიული წერილები, ლეჩხუმიდან გამოგზავნილი კორესპონდენციები იბეჭდებოდა 1898 წლიდან სხვადასხვა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „ივერია”, „ცნობის ფურცელი”, „შრომა”, „მეგობარი”, „ისარი”, „თემი”, „ამირანი”, „სახალხო გაზეთი”. ბანოვანის წერილების უმრავლესობა მიმარ­თული იყო ადგილობრივი მემამულეებისა და მეფის მოხელეთა თვითნებობის წინააღმდეგ. ბანოვანი 1905-1907 წლების რევოლუციის მონაწილე და იმდროინდელი ლეჩხუმის თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე იყო. აქ მან დააარსა რამდენიმე ბიბლიოთეკა, ხელმძღვანელობდა სცენისმოყვარეთა წრეებს. 1920 წლიდან ის თბილისში ცხოვრობდა. 1928 წელს ჟურნალ „მნათობში” (# 5-9) გამოაქვეყნა რომანი „სამართალს სისხლით მოვძებნი”. ვრცელ ისტორიულ რომანში „შორეული ლანდები” (დაიბეჭდა 1959 და 1960 წლებში) ბანოვანი ასახავს XVII საუკუნის საქართველოს სინამდვილეს. ის ასევე წერდა და აქვეყნებდა მოთხრობებს. დესპინე გელოვანი 1934 წლის 6 დეკემბერს თბილისში გარდაიცვალა.