ქალაქ გორში 1 სექტემბრიდან 18 მუნიციპალური საბავშვო ბაღი 3 400 აღსაზრდელს ელოდება. 
გორის მერიის განათლების განყოფილების უფროსის ნინო ბერიანიძის განცხადებით, ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია 1 ივნისიდან 1 სექტემბრამდე გრძელდება. მისივე ინფორმაციით უკვე განხორციელდა შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები (ჰიგიენური პროცედურები) და სააღმზრდელო დაწესეუბულებები მზად არიან ახალი სასწავლო წლის დასაწყებად.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ქალაქ გორში, ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში კიდევ ერთმა ბაღმა დაიწყო ფუნქციონირება. ამავე წელს განხორციელდა 9 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაც. სარებილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 908 862 ლარი გამოიყო. შედეგად სააღმზრდელო დაწესებულებებში 400-ზე მეტი ახალი ადგილი შეიქმნა აღსაზრდელებისთვის.