დღეს გორის მერმა ქეთი მელუას ქალაქ გორის კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.  ზურაბ ჯირკველიშვილი ბრიტანეთში ცნობილ წარმოშობით ქართველ მომღერალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ქალაქის კულტურული ცხოვრების შესახებ. მომღერალმა კიდევ ერთხელ გამოხატა აღფრთოვანება გორის ქალთა კამეული გუნდის შემოქმედების მიმართ, რომელთან ერთადაც ევროპულ ტურნეს გეგმავს. ოქტომერში, ნოემბერსა და დეკებმერში გუნდი ქეთი მელუასთან ერთად 30–მდე კონცერტს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში გამართავს. ქეთი მელუამ ისაუბრა ასევე სამომავლო გეგმების შესახებ. იგი წლის ბოლოსთვის გეგმავს ალბომის ჩაწერას,  სადაც გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად შექმნილი ნამუშევრებიც შევა.