დღეს გორის მერიასა და დასაქმების პროგრამის განმახორციელებელ ორგანიზაციას - ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოს“ (RDFG) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 
აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში გორის მერია იღებს ვალდებულებას განახორციელოს თანაფინანსირება ესპანური მეთოდოლოგიის პროექტისა "დასაქმების პროგრამა Employment shuttle - გორი", რომელის მიზანია უმუშევარი მოსახლეობის სოციალიზაცია, დასაქმებისთვის საჭირო უნარჩვევების განვითარება და დასაქმებაში ხელშეწყობა. პროგრამის დასაფინანსებლად ადგილობრივი ბიუჯეტში 32 073 ლარია გათვალისწინებული. 

დასაქმების მსურველებს 1 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით განაცხადები შეუძლიათ წარმოადგინონ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურში ან გაგზავნონ ელ.ფოსტაზე - lmaisuradze@rdfg.ge (დამატებითი ინფორმაცია - 599 90 10 82).

პროგრამის ფარგლებში კონკურსის შედეგად 20 ბენეფიციარი შეირჩევა. ისინი 5 თვიან გადასამზადებელ კურსს გაივლიან. კონკურში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ ქალაქ გორში რეგისტრირებული იძულებით გადადგილებული და ადგილობრივი 18-დან 45 წლამდე ასაკის უმუშევარი მოქალაქეები შეძლებენ.

გორში დასაქმების საპილოტე პროგრამის შედეგად, რომელიც მიმდინარე წელს უკვე ორ ეტაპად განხორციელდა, 40 ბენეფიციარიდან 27 დასაქმდა. 

დასაქმების პროგრამა პროექტ „LIFE GEORGIA“ ფარგლებში ხორციელდება ACF-ის („მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“) და ადგილობრივი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების RDFG, EFD და „ათინათი“ მიერ.

შიდა ქართლში აღნიშნული პროგრამა ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ წარმატებით დაინერგა.