კეცხოველისა და გორიჯვრის ქუჩების სარებილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი მიმდინარეობს.ტენდერის შესახებ ინფორმაცია დღეს გორის მერმა კეცხოველისა და გორიჯვრის ქუჩების მოსახლეობას პირადად გააცნო. შეხვედრა პროექტ „ღია კარის დღის“ ფარგლებში გაიმართა.ტენდერის ფარგლებში წინადადებების მიღება 12 სექტებერს სრულდება.
პროექტი ითვალისწინებს კეცხოველის ქუჩის, გორიჯვრის ქუჩის და გორიჯვრის ჩიხის სანიაღვრე სისტემის, ეზოში შესასვლელებისა და ტროტუარების მოწყობას. სამუშაოების შემსყიდველი ორგანიზაციაა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. პროექტის ღირებულება შეადგენს 2 011 008 ლარს.

„ბოლო წლების განმავლობაში რკინიგზის დასახლებაში უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. მათ შორის ერთ-ერთია კეცხოველისა და გორიჯვრის ქუჩების გზის საფარის რეაბილიტაცია, რომელიც მიმდინარე წელს დაიწყება. უკვე მოეწყო გამწმენდი ნაგებობა და კანალიზაციის ქსელი, რომელიც აღნიშნულ დასახლებას არასდროს ჰქონია. რეაბილიტირდა დაახლოებით 6,5 კმ სიგრძის გზა და ამავე სიგრძის სანიაღვრე სისტემა. დარჩენილი ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება. მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია დასახლებაში არსებული სკვერისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, ვფიქრობთ მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით ავაშენოთ საბავშვო ბაღი.“ - აღნიშნა გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა.