მიმდინარე წლის გასული 7 თვის მანძილზე გორის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში 1 707 მოქალაქის დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 364 561 ლარი გამოიყო.
სოციალური პროგრამით სარგებლობა შეუძლია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოსახლეობას და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრებ დროებით რეგისტრირებულ დევნილ მოსახლეობას
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების 2016 წლის პროგრამით (ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 განკარგულება; იხ. ლინკი:http://gori.gov.ge/sajaro/1455534244.pdf) გათვალისწინებული დახმარებებია:
• ონკოლოგიური ავადმყოფების დახმარება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა (მე-1 და მე-2 მუხლი)
• სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება (მე-3 მუხლი)
უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა (მე-4 მუხლი)
• სქოლიოზით დაავადებული ბავშვების სამკურნალო დახმარება (მე-5 მუხლი)
• ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომითა და აუტიზმით დაავადებული ბავშვების სამკურნალო დახმარება (მე-6 მუხლი)
• სტუდენტების დახმარება (მე-7 მუხლი)
• მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება (მე-8 მუხლი)
• დედ - მამით ობოლი ბავშვების დახმარება (მე-9 მუხლი)
• ხანძრებითა და სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება (მე-10 მუხლი)
• ვეტერანებისა და მათი ოჯახების სოციალური დახმარება (მე-11 მუხლი)
• მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (მე-12 მუხლი)
• ას წელს გადაცილებული უხუცესების დახმარება (მე-13 მუხლი)
• რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვების დახმარება (მე-14 მუხლი)
• კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მარტოხელა პენსიონერების დახმარება (მე-15 მუხლი)
• მარტოხელა დედების დახმარება (მე-16 მუხლი)
• ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის დახმარება (მე-17 მუხლი)
• სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი (0-65000 ქულის მქონე) ოჯახებისთვის დახმარება ზამთრის პერიოდში (მე-18 მუხლი)
• ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების მუნიციპალური თადაფინანსების პროგრამებში თანამონაწილეობისას სოციალურად დაუცველი ოჯახების წილის დაფინანსება (მე-19 მუხლი)
• მიუსაფარ პირთა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარება (მე-20 მუხლი)
• მხედველობით მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (უსინათლოთა) დახმარება (მე- 20 /პრიმა/
მუხლი)
რაც შეეხება პროგრამის 21-ე მუხლს, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური პროექტების თანადაფინანსებას, მიმდინარე წლის მანძილზე უკვე 11 პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული პროექტების ბენეფიციარების რაოდენობა შეადგენს 307 ადამიანს, ხოლო გორის მერიის თანაფინანსირების წილი 153 350 ლარს. პროექტების მიზანია შშმ პირების, პენსიონერების, სოციალურად დაუცველი პირების დახმარება, შინმოვლის სერვისების მიწოდება, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორაზე რეგისტრირებული მოსახლეობის დასაქმება და ა.შ. 2016 წელს გორის მერიის სოციალური პროგრამისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 820 600 ლარი გათვალისწინებული.